კახური ჩურჩხელა, ნიგოზი და რაჭული ხვანჭკარა... რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს ნაყინის ინგრედიენტებია. სწორედ ამ შემადგენლობისაა Ice ‘N Rolls-ის„ყველაზე ქართული“ ნაყინი, რომელიც ტაილანდური ტექნოლოგიით მზადდება.
კომპანიის დამფუძნებლები კავკასიის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი: ნიკა ჩუგოშვილი და გიორგი რაზმაძე არიან.
თბილისში ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინი მაისის დასაწყისში გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს საკუთარი ნაყინის შექმნას 40 სახეობის ინგრედიენტით სთავაზობს. დეტალებზე „ბიზნესპრესნიუსი“ აისენ როლსის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნიკა ჩუგოშვილს ესაუბრა.
სად შეუძლია მომხმარებლებს Ice ‘N Rolls-ის ნაყინის დაგემოვნება?
ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, „ისთ ფოინთშია“Ice ‘N Rolls-ის ნაყინებიწარმოდგენილი. ჩვენი სლოგანია „შექმენი შენი ნაყინი“ და მომხმარებლებს საკუთარი გემოვნებითა და სურვილით, ნებისმიერი ინგრედიენტის გამოყენებით 700-ზე მეტი ნაყინის შექმნა შეუძლია. ნაყინი ადგილზე, მომხმარებლის თვალწინ მზადდება.როგორ გაჩნდა იდეა - ნაყინი ღვინისა და ჩურჩხელის გამოყენებით დაგემზადებინათ და როგორ მიიღო ახალი პროდუქტი ქართველმა მომხმარებელმა?
ჩვენ,გარდა ღვინის ნაყინისა, ვამზადებთ ნაყინს ბეილისის, ასევე მარტინის გამოყენებით. ნაყინისქართული ღვინისგან დამზადება ჩემი იდეა იყო. მინდოდა, კახური ტრადიციები რაიმე
კონტექსტში ჩამესვა და ეს მოვახერხეთ კიდეც. ღვინითა და ჩურჩხელით დამზადებული ნაყინი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დასაწყისში მომხმარებელი სკეპტიკურად იყო განწყობილი.
როგორ მზადდება კონკრეტულად ღვინის ნაყინი?
ნაყინისსითხეში ვურევთ ხვანჭკარას, შემდეგ ეს სითხე იყინება, დანადგარებზე ეხვევა და ბოლოს ზემოდან ვაყრით ჩურჩხელის ანათალებს. ამ პროცესის შედეგად ვიღებთ ქართული არომატის ნაყინს, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს. პროდუქტში ალკოჰოლის შემცველობა ¼-ზეა. ანუ, მასში ერთი წილი ხვანჭკარა და 4 წილი ნაყინის სითხეა გამოყენებული.რაც შეეხება ფასებს და Ice ‘N Rolls-ის სამომავლო გეგმებს?
ფასები 4 ლარიდან იწყება. ნაყინები ალკოჰოლის შემცველობით 7 ლარი ღირს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც ნაყინის წარმოებისას ქართული ღვინო და ჩურჩხელა გამოიყენა, შესაბამისად, უკვე დაწყებული გვაქვს საავტორო უფლებებზემუშაობა. პროდუქცტი პოპულარიზაციის მიზნით, Ice ‘N Rolls-ის ნაყინებით ჯემფესტზეც ვიქნებით წარმოდგენილი.სულ რამდენიმე კვირის წინ „თიბისი ბანკის“ სტარტაპების მხარდამჭერ პროგრამაში ჩავერთეთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რომ იმაზე მეტი მხარდაჭერა და დახმარება მივიღეთ, ვიდრე ველოდით. თუნდაც პიარის კუთხით და იდეების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქტის ცნობადობის ამაღლებაში გვეხმარება.
ქრისტინე გამთენაძე
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოები: ADvan/ედვენი
იხილეთ ინგლისური ვერსია: Wine ice cream with churchkhela appears in Tbilisi