ახალი საგადასახადო შეღავათები, რომლებიც მიკრო სიმძლავრის სადგურებისთვის ამოქმედდა

საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების ახალი სისტემა ამოქმედდა.

კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მიკრო სადგურების მფლობელი ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო კერძო კომპანიები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

მიკროსიმძლავრის სადგურების ამოქმედებით საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე 100 კილოვატამდე სიმძლავრის ელექტროსადგური. მიღებული ელექტროენერგია თავადვე მოიხმაროს, ჭარბი გამომუშავების შემთხვევაში კი ნეტო აღრიცვხის ქსელში გაუშვას. მიკრო სიმძლავრის მფლობელი თორნიკე დარჯანია საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას მიესალმება თუმცა აცხადებს, რომ ნეტო აღრიცხვის წახალისებას სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე