,,მაერსკ ჯგუფის“ IT სისტემებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

,,მაერსკ ჯგუფის“ IT სისტემებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ფოთის საზღვაო ნავსადგურში განაცხადეს.მათი თქმით, კიბერთავდასხმის შედეგად IT სისტემები სრულად გაითიშა ,, მაერსკ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში, მათ შორის ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთში“, სხვა მრავალ პორტსა და ტერმინალზე მსოფლიო მასშტაბით.

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ამოქმედდა ბიზნესის უწყვეტობის გეგმა, რათა კიბერთავდასხმამ მინიმალური გავლენა იქონიოს კომპანიის მომხმარებელზე. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.