დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრს ხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმის ხვდება, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე მხარეები იხილავენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში ურთიერთობისა და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებს. ავღანეთის მინისტრის ინტერესს ასევე წარმოადგენს საქართველოს წარმატებები რეფორმების განხორციელების მიმართულებით.