ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ინოვაციური ტექნოლოგიების ფონდი შექმნა

ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურმა „მოსადმა“ ინოვაციური ტექნოლოგიების ფონდი Libertad შექმნა.

ფონდის დანიშნულებაა „მოსადის“ ტექნოლოგიური უპირატესობის უზრუნველყოფა და განვითარება.

„ჩვენ ვეძებთ კომპანიებს, რომლებიც იმ სფეროებში მუშაობენ, რომელიც ჩვენთვის ინტერესს წარმოადგენს. საუბარია დაწყებით ეტაპზე მყოფ კომპანიებზე, რომლებსაც კარგი იდეები და კარგი გუნდი აქვთ. ჩვენ მათთან ურთიერთობა გვსურს და მათ იდეებში ინვესტირება, რათა მათ შეძლონ თავიანთი ოცნებების ახდენა, ხოლო ჩვენ კი შევძლოთ იმ ტექნოლოგიების მიღება, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ“, - განაცხადა „მოსადის“ წარმომადგენელმა.

მზა პროდუქტის გამოყენებისთვის „მოსადი“ 2 მილიონამდე შეკელის ოდენობის გრანტს გამოყოფს.

„მოსადი“ ნოუ-ჰაუს ისეთ სფეროებში ეძებს, როგორიც არის რობოტული ტექნიკა, მინიატურიზაცია, დაშიფვრა, ინფორმაციის შეგროვების ავტომატიზირებული მეთოდები და ა.შ.