ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ მძღოლებს საგზაო ჯარიმების გადახდის სერვისი შესთავაზონ. ”ბანკებს ექნებათ ინფორმაციაზე წვდომა და როგორც კომუნალური გადასახადების შემთხვევაში არის შესაძლებელი ავტომატური გადახდა, შესაძლებელი იქნება ბანკს შეუკვეთოთ და როგორც კი ჯარიმა გამოიწერება, მოხდება მისი ავტომატური გადახდა ანგარიშიდან”, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი, პირველი მოსმენით, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებს იხილავს, რომლითაც ფოტოფირსა და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების გადახდის ახალი წესები შემოდის.