საქართველოს ეკონომიკას კარგი შესაძლებლობა აქვს 2017 წელს დაგეგმილ საპროგნოზო 4%-იან ზრდას გადააჭარბოს კერძო სექტორის განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯვის წყალობით.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც „როიტერი“ წერს, გასულ წელს ზრდის 2.2%-მდე შენელების შემდეგ (2015 წელს 2.9%-იანი ზრდა) საქართველოს ეკონომიკა ახლა აღდგენის პროცესშია ექსპორტის შემცირებისა და მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტების გაუფასურების შემდეგ.
„ვფიქრობ, ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს საპროგნოზო 4%-ს ამ წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში.
გახარიას თქმით, კერძო სექტორი კარგად ვითარდება და სახელმწიფოს მხრიდან კაპიტალური დანახარჯები გაიზრდება. როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წელს ოდნავ გაიზარდა.
მისივე თქმით, მთავრობა განიხილავს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ კომპანიებში წილის გაყიდვის საკითხს არახელსაყრელი საბაზრო პირობების გამო.