წყლის მილის დაზიანების გამო, პეკინის ქუჩის ნაწილი დატბორილია (+ ვიდეო)

პეკინის ქუჩაზე სანიაღვრე მილების გაწმენდისას, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ერთ-ერთი მილი გასკდა. მილის გახეთქვის შედეგად წყალი პეკინის ქუჩაზე მიედინება.

ამჟამად დაგეგმილია წყლის გადაკეტვა, რათა სანიაღვრე სისტემები გაიწმინდოს და ასევე მოხდეს გამსკდარი მილის შეკეთება. ადგილზე მომუშავე პერსონალი ვარაუდობს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით 1 საათს გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო palitravideo.ge-ზე