აგვისტოს დასაწყისისთვის გახდება ცნობილი, მოხდება თუ არა პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის სქემაზე მუშაობა , - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან იუწყებიან.
როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ამჟამად პეკინის გამზირზე არსებულ ცალმხრივ მოძრაობაზე დაკვირვება ხდება.
„აგვისტომდე ჩვენ დავაკვირდებით, როგორ მუშაობს პეკინის ქუჩაზე ამჟამად არსებული ცალმხრივი მოძრაობის სისტემა. პეკინი საათში 6 ათას მანქანას ატარებდა. პეკინი არის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ქუჩა თბილისში. კარგია, რომ ახლა გვაქვს საშუალება, რეალობაში დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს ეს ცალმხრივი მუძრაობის სქემა, რომელიც ტრანსპორტის სამსახურმა შეიმუშვა. აგვისტოს პირველ ნახევარში ჩვენ შეგვეძლება თქმა, რა შედეგი მოგვცა ამ დაკვირვებამ და შეიძლება, თუ არა ამ თემაზე მუშაობა“, - განაცხადეს საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, თუ პეკინის გამზირის ცალმხრივი მოძრაობის სქემაზე მუშაობას დაიწყებენ, მასში ჩართული იქნებიან ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები და შსს.