2017 წლის პირველ კვარტალში 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმუბელთა რაოდენობა 16 ათასი ადამიანითაა შემცირებული თუმცა, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული რაოდენობა 4.7%-ით გაიზარდა. Policy and Management Consulting Group-ის ცნობით ყველაზე მეტად, 15%-ით დასაქმებულთა რაოდენობა ადმინისტრაციულ საქმიანობებში გაიზარდა, 17%-ით მოიმატა პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში დასქმებულთა რიცხვა, 12%-ით წყალმომარაგებაში და 16%-ით არის გაზრიდილი მოპოვებით მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. მათივე ცნობით დასაქმებულთა რიცხვი 8%-ით ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში შემცირდა.
როგორც Policy and Management Consulting Group-დან იუწყებიან 2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი 155 367 დასაქმებული ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (80 387 კაცი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (64 838 კაცი), მშენებლობა (59 366 კაცი) და ტრანსპორტირება და დასაწყობება (50 295 კაცი).