ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

მატარებელი, რომელიც ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრაობდა, ლიანდაგიდან გადავიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

„ერთ-ერთ მოსახვევში ლიანდაგი გაიწია და ჩავარდა. ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა და ”კუკუშკას” კვლავ გადაჰყავს მგზავრები“, - განაცხადა ”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.