ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტი დღემდე იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს 31 500 დოლარად შეიძინა.
1921 წელს აშენებული სახლი ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰაში მდებარეობს. სახლში ბაფეტის მიერ გადახდილი თანხა დღევანდელი კურსით 250 000 დოლარს უტოლდება. მისი გასაყიდი ფასი კი 652 691 დოლარია. სახლი ხუთი საძინებლისგან და ექვსი სააბაზანოსგან შედგება.
თავად ბაფეტი საკუთარ სახლს „მესამე ყველაზე ღირებულ ინვესტიციას უწოდებს, რომელიც ცხოვრებაში განუხორციელებია“.
როგორც ამერიკელმა მილიარდერმა „ბიბისის“ განუცხადა, ამ სახლში თავს ბედნიერად გრძნობს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაბარგდებოდა სხვაგან, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ იქ ამაზე ბედნიერი იქნებოდა.
2017 წლის ბოლო მონაცემებით, ბაფეტის ქონება 76,1 მილიარდი დოლარია.