ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან , - ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ”თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.
”სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას. დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში”, - აცხადებენ სააგენტოში.