დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
როგორც ზავრადაშვილმა განაცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია და მის დასადგენად ტერიტორიაზე შესაბამისი უწყებები მას შემდეგ შევლენ, რაც ამ დროისთვის არსებული დაკვამლიანება მოიხსნება.
„ცეცხლი უკვე ჩამქრალია. ამ წუთებში ვიმყოფები ხანძრის პირველ კერასთან - მანქანების ნაწილების ერთ-ერთ მაღაზიაში. შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისთვის დარჩნილია მხოლოდ დაკვამლიანება, რაც ასევე უახლოეს პერიოდში იქნება სრულად აღკვეთილი. ხანძარი დაახლოებით საათის და 20 წუთის წინ გაჩნდა. სახანძრო ბრიგადები ოპერატიულად მივიდნენ და დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა ცეცხლის ჩაქრობა, თუმცა ვინაიდან ტერიტორიაზე არის ადვილად აალებადი პროდუქცია, ნახევარი საათის შემდეგ ხანძარი ისევ თავიდან გაჩნდა“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.