ხანძრის შედეგად 2300 კვადრატული მეტრია დამწვარი.
ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს .
"მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება, თუმცა ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ეკიდა საბურავებს და საღებავებს. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს და ზარალს, ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით", - განაცხადა გელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე გამოძახებიდან 3-4 წუთში გამოცხადნენ. გელაშვილის ინფორმაციით,, ხანძრის შედეგად არც ერთი მაშველი არ დაზიანებულა. ხანძრის ლოკალიზებაზე 150 მაშველი მუშაობს.