ელიავას ბაზრობაზე გუშინ საღამოს ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ე.წ. სექტორების რიგში გაჩნდა. ხანძრის შედეგად 2 300 კვადრატული მეტრია დამწვარი.
ხანძრის გაჩენის შემდეგ სულ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
იხილეთ ფოტოგალერეა