"პირამიდული" ბიზნესი ბევრ ქვეყანაშია აკრძალული, რადგან მისი კონტროლი და რეგულირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დაუშვას ასეთი ბიზნესის საქმიანობა ქვეყანაში თუ საერთოდ აკრძალოს“. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ადამიანმა საკუთარი რისკისა და ანალიზის საფუძველზე უნდა განათავსოს თანხები. თუ ეს ეხება კომერციულ ბანკს, ის ჩვენი რეგულირებისა და მონიტორინგის ქვეშ არის და კლიენტებთან ერთად ამ რისკს ჩვენც ვინაწილებთ. სხვა კომპანიებზე, რომლებიც ჩვენ მიერ არ რეგულირდება, გავლენა არა გვაქვს. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როცა კლიენტებს ეუბნებიან, რომ ეროვნული ბანკის ლიცენზია აქვთ. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მომხმარებელმა ინფორმაცია ჩვენთან გადაამოწმოს. ჩვენს საიტზე განთავსებულია იმ კომპანიების სია, ვისაც ეროვნული ბანკის ლიცენზია აქვს. "პირამიდული" ბიზნესი ბევრ ქვეყანაშია აკრძალული, რადგან მისი კონტროლი და რეგულირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დაუშვას ასეთი ბიზნესის საქმიანობა ქვეყანაში თუ საერთოდ აკრძალოს,“- განაცხადა მესტვირიშვილმა.