სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართავს.
"მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, მარტოხელა ქალი, რომელიც სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. გადავწყვიტე რომ შვებულება საქართველოში გამეტარებინა, ქვეყნის ისტორია ჩემთვის საკმაოდ მომხიბლავი იყო. 29 ივნისს მუმბაიდან გამოვფრინდი დილის ხუთ საათზე და თბილისის დროით საღამოს ხუთზე ჩამოვფრინდი. თან მქონდა ელექტრონული ვიზა, დამსაქმებლის წერილი, სადაც ეწერა, რომ შვებულების გასატარებლად ვიყავი ჩამოსული და უკან უნდა დავბრუნებულიყაი, საბანკო ამონაწერი ფინანსური სტაბილურობის დასადასტურებლად, სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა და ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
პასპორტის შემოწმებისას ჩემდა გასაკვირად მთხოვეს, რომ მოუნიშნავ სალაროსთან გადავსულიყავი, რომ ჩემი საბუთები შეემოწმებინათ. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთმა ოფიცერმა დამიწყო გამოკითხვა ჩემი ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით. შემდეგ კიდევ ორი საათი დამტოვეს მოლოდინის რეჟიმში ცივ, ემიგრანტებისთვის განკუთვნილ რკინის არაკომფორტულ სკამზე. თბილისში უკვე სამი საათის ჩამოსული ვიყავი და არანაირი ინფორმაცია არ მქონდა რატომ მაკავებდნენ აეროპორტში, გადავწყვიტე ჩემი სტატუსი გამერკვია და ამ დროს მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ. როდესაც მიზეზი ვიკითხე, დამიყვირეს და მითხრეს, რომ კუთხეში დავმჯდარიყავი.
ეს იყო ყველაზე დამამაცირებელი ღამის დასაწყისი ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე როდესაც თქვენ ემიგრაციის ოფიცერთან კითხვით მივდიოდი, პასუხად ყვირილს ვიღებდი და უხეშად მეუბნებოდნენ, რომ კუთხეში ვმჯდარიყავი. არ ვიცი რაში იყო ჩემი ბრალეულობა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მარტო ვიყავი და ვხვდებოდი, რომ მოვტყუვდი იმ ინფორმაციით, თითქოს თქვენ ქვეყანაში მეგობრული ხალხია.
ექვს საათიანი ლოდინის შემდეგ არც წყალი შემომთავაზეს, მას შემდეგაც კი რაც ვეხვეწებოდი თქვენ ოფიცრებს. არ მითხოვია, ვემუდარებოდი. მშიოდა, მწყუროდა, თავი და სხეული მტკიოდა. როგორც იქნა, ღამის თორმეტ საათზე მომცეს ნებართვა საჭმელი მეყიდა. ორსაათნახევრის შემდეგ, ერთ-ერთი თქვენი ოფიცერი მოვიდა ემიგრაციის ოთახში და ყვირილი დამიწყო რომ ახლავე უნდა წავსულიყავი, რადგან თვითმფრინავი, რომლითაც უკან მგზავნიდნენ, მზად იყო ასაფრენად. როდესაც პასპორტის დაბრუნება ვითხოვე, მითხრეს რომ სანამ მუმბაიში არ ჩავიდოდი არ გადმომცემდნენ. ცხრა საათი, რომელიც თქვენ ქვეყანაში გავატარე, ყველაზე საშიში და ცუდი საათები იყო ჩემ ცხოვრებაში.
უკან დაბრუნებული დავინტერესდი, რა მიზეზით გამომაბრუნეს. ინდოეთის საემიგრაციო სამსახურში მითხრეს, რომ არასწორი ინფორმაცია მივაწოდე საკუთარ თავზე. მაინტერესებს რის საფუძველზე გადაწყვიტა ეს იმ ადამიანმა, ვისთანაც მქონდა გასაუბრება? ყველა ჩემი საბუთი წესრიგში იყო. ინდოეთის ავიახაზებთან ჩემმა მეგობრებმა გადაამოწმეს და იქ უთხრეს, რომ ჩემი პასპორტი იყო დაზიანებული და სავარაუდოდ გაყალბებული. არცერთ ქვეყანაში, სადაც მიმგზავრია პრობლემა არ შემქმნია და რაღა თქვენი ქვეყნისთვის აღმოჩნდა ჩემი პასპორტი პრობლემა?!
შემდეგ ინდოეთის ემიგრაციის ოფიცრებმა მითხრეს, რომ თქვენთან 90 პროცენტს ინდოელების, უკან აბრუნებენ, იქნება ეს ოჯახები თუ ჩემსავით კენტად მოგზაურები. დამაინტერესა, რა იყო ამის მიზეზი, რადგან 2015 წელს საქართველოში ტურიზმის 80 პროცენტი ინდურმა სექტორმა შეადგინა და თქვენ ქვეყანას კარგი ეკონომიკური ბიძგი მისცა. აღმოვაჩინე, რომ საქართველოს მთავრობას მოუწვევია ინდოელი ფერმერები მიწების დასამუშვებლად, რომელზეც ქართველები ვერ მუშაობდნენ. ამ ინდოელების შემოდინებამ გაზარდა ზიზღი მათ მიმართ, რაც როგორც ჩანს, აისახა ემიგრაციის ოფიცრებზე, რომლებიც რასისტულად არიან განწყობილები ინდოელი ტურისტებისადმი.
მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუება აღმოჩნდა. მთელი ჩემი მღელვარება გამომეკვლია თქვენი მიწა, გაქრა, ჯობდა საკუთარი დრო და ფული სხვა მართლა მეგობრულ ქვეყანაში დამებანდებინა, სადაც ტურიზმს აფასებენ.
ასევე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი მოქალაქეების მოლოდინები დაარეგულიროთ, რომ რასისტებად არ გადაიქცნენ სხვა ქვეყნების მიმართ. და საუკეთესო რაც შეიძლება გააკეთოთ იმ ხალხისთვის, ვინც ჩემსავით დეპორტირდება, ისაა, რომ ადამიანებივით მოეპყროთ. აუხსნეით მიზეზი, მიეცით საკვები და წყალი და დასასვენებელი ადგილი. არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორც მე მომექცნენ. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და იმედი მაქვს ჩემს ქვეყანაში სტუმრობით ნასიამოვნები დარჩებით. პატივისცემით, ხუშბუ კაუშალი".
ინდოეთის მოქალაქის ინგლისურენოვან პოსტს 1900-მდე გაზიარება და ასეულობით კომენტარი აქვს, უმრავლესობა უცხოეთის მოქალაქეების კომენტარია, რომლებიც წერენ, რომ საქართველოდან სასიამოვნო შთაბეჭდილებები გაყვათ და წუხან, რომ ეს ქვეყანა ასე მოექცა ინდოელ ტურისტს.
წყარო: AMBEBI.GE