აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულებს უძრავ ქონებასა და ფულად კომპენსაციას გადასცემს

აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულებს უძრავ ქონებასა და ფულად კომპენსაციას გადასცემს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული კომისიის 2017 წლის 4 ივლისის რეკომენდაციით - ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სტიქიის შედეგად დაზარალებული 15 ეკომიგრანტი ოჯახი ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში ბინებს მიიღებენ;

ასევე, კომისიის რეკომენდაციით, ამავე მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 28-23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176-კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენისათვის, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 88,977 ლარი გამოიყოფა.

ხოლო, ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბარაკი N-32-ში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის ფინანსური დახმარებისათვის 75 528 ლარი გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია, დასამტკიცებლად, უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.