Me-mow -ხელნაკეთი აქსესუარების ახალი ბრენდი

ხელნაკეთი, ექსკლუზიურად დამზადებული და პოზიტიური ნივთი საუკეთესო საჩუქარია.

ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ნინო დადუნაშვილის ჰობის დონეზე დაწყებული საქმიანობის წარმატებული განვითარება.

Me-mow სტარტაპია, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვეა შეიქმნა. აქტიური წარმოების დაწყებამდე, იდეის ავტორი პროდუქციას მხოლოდ საჩუქრად, მეგობრებისთვის

ამზადებდა.

ნინო დადუნაშვილმა სწორედ მეგობრის რჩევით გადაწყვიტა საყვარელი საქმიანობისთვის უფრო სერიოზულად შეეხედა და ხელნაკეთი ნივთების დამზადებას სერიული სახე მისცა. ასე იქცა ჰობი შემოსავლის წყაროდ.

bpnდღეს პროდუქცია თბილისის

მასშტაბით, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებში იყიდება. Me-mow-ს

შეძენა კორპორატიული თუ საცალო შეკვეთით არის შესაძლებელი.

Me-mow მცირე ხანში იქცა ხის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდად, რომელიც გამორჩეულია პოზიტიური, ფერადი, სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი აქსესუარებით.

„ვფიქრობ, მსგავსი აქსესუარების ტარება ხაზს უსვამს მომხმარებლის ინდივიდუალიზმს, მის ხასიათსა და განწყობას. თითოეული ნივთი გარკვეული შინაარსის მატარებელია.

ვხატავ ესკიზებს და ვაცოცხლებ აქსესუარის სახით განსხვავებულ ტიპაჟებს. ვცდილობ, რომ ყველა ნივთი მოვარგო მისი მფლობელის შინაგან სამყაროს,“-აღნიშნავს ნინო დადუნაშვილი.

Me-mow

-ს ბრენდის ქვეშ მომხმარებლებს ამ ეტაპზე საყურეებისა და გულსაბნევების შეძენა შეუძლიათ. ფასები 12 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე მერყეობს. ღირებულება დამოკიდებულია სირთულეზე და ძირითადად, ინდივიდუალურად განისაზღვრება.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელნაკეთი ნივთის შექმნას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდება,

bpn

ვცდილობ, ფასები ბაზართან შესაბამისობაში იყოს. ჩემი პირადი აზრია, რომ პროდუქტი მის თვითღირებულებას ბევრად არ უნდა აღემატებოდეს.“ - განმარტავს ნინო დადუნაშვიული.

Me-mow-ს ხელნაკეთი აქსესუარები ხისგან მზადდება. მასზე აკრილის საღებავებით იხატება და იმისთვის, რომ წყალგამძლე იყოს, ლაკით მუშავდება.

სანამ ხეზე დაიწყებდა მუშაობას, ნინომ სხვა მასალაც მოსინჯა, მათ შორის თიხა. თუმცა, საბოლოოდ არჩევანი ხეზე შეაჩერა, ვინაიდან პროდუქტი ნაკლებად ალერგიული და მარტივად დასამუშავებელი ყოფილიყო.

ნინო დადუნაშვილს საინტერესო სამომავლო გეგმები აქვს. ჯერჯერობით სახლში მუშაობს. თუმცა, ცალკე სახელოსნოს გაკეთებას ფიქრობს.

სულ მალე აქსესუარების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი გახდება. ანტიალერგიული ხაზის დამატებაც იგეგმება, თუმცა ნინო დადუნაშვილი bpn აღნიშნავს, რომ მასალა რომელსაც აქსესუარების დასამზადებლად ამ ეტაპზე იყენებს, დღესაც მაღალი ხარისხისაა.

„მოთხოვნა საკმაოდ დიდი და ამავდროულად, მზარდია. ბოლო პერიოდში ამ ყველაფერმა საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა.

ახალი იდეები მაქვს. ცოტა ხნის წინ „თი ბი სი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერში“ ჩავერთე. პროგრამის მხარდაჭერით კიდევ უფრო თავდაჯერებული გავხდი. როცა აღმოვაჩინე, რომ სტარტაპების მხარდაჭერასა და განვითარებაზე ისეთი დიდი კომპანია ზრუნავს, როგორიც თიბისი ბანკია, ძალიან გამიხარდა. კერძო სექტორისგან მსგავსი აქტივობა დამწყებ მეწარმეებს მოტივაციას აძლევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“-აღნიშნავს ნინო დადუნაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი