სახაზინო აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 128 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.230 პროცენტით, მაქსიმალური 7.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.282 პროცენტით განისაზღვრა.