საქართველოს ელჩი ინდოეთში არჩილ ძულიაშვილი ტელეფონით ესაუბრა ინდოეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩსა და ინდოეთის მოქალაქეს შორის სატელეფონო კომუნიკაცია გუშინ შედგა. საელჩო შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართავს. ინდოელი გოგონა წერს, რომ მას თბილისის აეროპორტის თანამშრომლები რასისტულად მოექცნენ.