ჩინეთის პროვინცია გუანსიში მდებარე ქალაქ ლუჩჟოუს მახლობლად მსოფლიოში პირველი ტყის ქალაქის მშენებლობა დაიწყო.
ახალი დასახლების მშენებლობა ჩინეთის მთავრობის გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის პროექტის ნაწილია. ქალაქი და მისი ინფრასტრუქტურა იტალიურმა დიზაინერულმა კომპანიამ Stefano Boeri Architetti-მ მოამზადა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროექტებითაა ცნობილი. ფუტურისტულ ქალაქში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი იცხოვრებს.
ქალაქი მთლიანად მწვანე ნარგავებით იქნება დაფარული. ჯამში 100 000 სხვადასხვა სახეობის 1 მილიონი მცენარის, მათ შორის 400 000 ხის დარგვა იგეგმება. ასეთ ქალაქს თითქმის 10 000 ტონა ნახშირორჟანგის და გარემოსათვის მავნე 57 ტონა სხვა ნივთიერებების გადამუშავება შეეძლება, ყოველწლიურად დაახლოებით 900 ტონა ჟანგბადის წარმოების ხარჯზე.
ქალაქი სრულ თვითკმაყოფაზე იქნება. პროექტით განახლებადი ენერგიის მოპოვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აშენებაცაა გათვალისწინებული.
”ტყის ქალაქში" არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, არამედ კომფორტული ცხოვრებისთვის მთელი აუცილებელი ინფრასტრუქტურა - კომერციული და საცხოვრებელი ზონები, დასასვენებელი ადგილები, საავადმყოფო და ორი სკოლა აშენდება.
”მწვანე ქალაქი” ჩინეთისთვის მაღალი პრიორიტეტის პროექტების სიაში შედის. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, მსგავსი ”ტყის ქალაქები” ქვეყნის სხვა ნაწილებშიც აშენდება. მშენებლობის დასრულებას ჩინეთი 2020 წლისთვის აპირებს.