2017 წლის 1 ივლისს, საქართველოს ყველა რეგიონში, საპატრულო პოლიციამ სულ 2 805 საჯარიმო ქვითარი დაწერა, აქედან 1 331 მოქალაქეს კი, მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე ქულები ჩამოაკლო , - ამის შესახებ Allnews.ge-ს "შინაგან საქმეთა სამინისტროში" განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე, 24 ივნისს, ჯარიმების რაოდენობა 3 085-ს შეადგენდა, ახალი რეგულაციების ამოქმედების დღეს კი 280-ით ნაკლები ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
"მოქალაქეები ძირითადად, მობილური ტელეფონის გამოყენების, ღვედის გამოუყენებლობისა და მანევრირების წესების დარღვევის გამო ჯარიმდებოდნენ," - განმარტავენ უწყებაში.
ახალი რეგულაციები, რომელიც 2017 წლის პირველ ივლისს ამოქმედდა, 50-ზე მეტი სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობაზე ქულების დაკლებას გულისხმობს.
წყარო: ALLNEWS