ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც, რომლის მაჩვენებელმა 6 თვეში 4 748,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 105,4%-ია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელს 14,2%-ით აღემატება , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 4 283,8 მლნ ლარი, რაც გეგმის 105,1%-ია.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გადაჭარბებითაა შესრულებული სხვა კატეგორიებიც და ჯამში, 6 თვეში შემოსავლების სახით მიღებულმა სახსრებმა 4 664,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106,4%-ია.
დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.