ეს პრობლემატიკა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსჯელობა მიმდინარეობს ყველა ფორმატში , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმისშვილმა სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„მე არ ვიცი, ეს ფორმატები რამდენად ხშირად შუქდება, ან არ შუქდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრიორიტეტი ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლებისთვის. პირადად მე არაერთ მნიშვნელოვან თათბირს დავსწრებივარ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სადაც აღნიშნულზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბრები, ის ზომები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადებები იქნება გაკეთებული.