ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას გაზს 2015 წლიდან მიაწვდის

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში გაზის ექსპორტს 2015 წელს დაიწყებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ ბრიუსელში, ენერგეტიკულ საბჭოზე.

"აშშ-მა და ევროპამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ ენერგომიწოდების დივერსიფიკაციისთვის. აშშ-ში ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ველით, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდებას 2015 წელს დავიწყებთ", - განაცხადა ჯონ ქერიმ.

მისი თქმით, აშშ ევროპას იმაზე მეტ გაზს მიაწვდის, ვიდრე ევროპა დღეს მოიხმარს.

ბრიუსელში, ევროკავშირი-აშშ-ის ენერგეტიკული საბჭოს სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონი და ევროკავშირის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ეტინგერი ესწრებიან.