15 აგვისტოდან ძალაში შედის „ხმაურის შესახებ“ კანონი. ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისას პირველ შემთხვევაზე პირი მიიღებს გაფრთხილებას, მეორე შემთხვევაზე კი დაეკისრება ჯარიმის გადახდა.
„ეისითი“ დაინტერესდა, თუ რამდენად აწუხებს ხმაური თბილისის მოსახლეობას, რა ტიპის ხმაური არის ყველაზე შემაწუხებელი და ემხრობიან თუ არა ხმაურის გამომწვევი ობიექტების/სუბიექტების სანქცირებას.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის ნახევარს 48%-ს, მათ შორის 22%-ს ხშირად აწუხებს ხმაური.
თბილისელებისთვის ყველაზე შემაწუხებელი მანქანების მოძრაობის (27%) და მეზობლებისგან გამოსული ხმაურია (15%). ისეთი ტიპის ხმაური, რომელიც მშენებლობების წარმოებასთან ან გასართობ დაწესებულებებთან არის დაკავშირებული, თბილისელების 7-8%-ს აწუხებს.
თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა (67%) ეთანხმება იმ ობიექტების / სუბიექტების დაჯარიმებას, რომლებიც იწვევენ ხმაურს ღამის 12 საათის შემდგომ. თბილისელების თითქმის მეხუთედის (23%) აზრით კი სანქცირება საერთოდ არ უნდა ხდებოდეს.
რაც შეეხება პერიოდს, თბილისელები ხმაურით ძირითადად, ღამის 12 საათიდან დილის 3 საათამდე პერიოდში წუხდებიან (30%).
წყარო: act-global.com