სოციალურ ქსელ Facebook-ზე ინფორმაცია იქამდე ინახება, ვიდრე არსებობს მომხმარებლის ანგარიში (user’s account).
ანგარიშის წაშლის შემდეგ 10 დღეში იშლება მასზე არსებული ძირითადი ინფორმაცია და მონაცემები ინახება იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით. თუ მომხმარებელს არ სურს ინფორმაციის წაშლა, მას შეუძლია დროებით შეაჩეროს საკუთარი ანგარიშის მოქმედება (deactivation).
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცნობით, აკრძალულია „ფეისბუქზე“ ისეთი ინფორმაციის გამოქვეყენება: რომელიც საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველია; რომლის შინაარსიც ასახავს ძალადობას; რომლის შინაარსიც გამოხატავს უპატივცემულობას სხვებისადმი. მაგ: სიშიშვლე, სიძულვილის შემცველი ტექსტი, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ, მათი რელიგიური მრწამსიდან, ეთნიკური და ეროვნული კუთვნილებიდან, სქესობრივი ცხოვრებიდან, ასაკიდან ან შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
როგორ უნდა მოვითხოვოთ Facebook-დან ინფორმაციის წაშლა?
თუ მიგაჩნიათ, რომ Facebook-ზე განთავსებული ფოტო ან ვიდეო არღვევს სოციალური ქსელის მიერ დადგენილ სტანდარტებს, შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციას. ამისათვის, პარამეტრებში უნდა აირჩიოთ გასაჩივრების (Report) ველი და მიუთითოთ მიზეზი, რომლის გამოც უნდა წაიშალოს ინფორმაცია. თუ Facebook-ზე განთავსებული ფოტო და ვიდეო არღვევს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, უნდა შეავსოთ განაცხადი ბმულზე:https://www.facebook.com/help/contact/144059062408922
თუ ფოტო ან ვიდეო ხელყოფს თქვენი შვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://www.facebook.com/help/contact/144059062408922
Facebook-ის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/about/privacy