ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კმპანია Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ავტომობილი სახელწოდებით Model 3 წარმოებისთვის მზად არის და პირველი სერიული ავტომობილი დღეს 7 ივლისს გამოვა.
ამის შესახებ ილონ მასკის ტვიტერის გვერდიდან რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. როგორც მასკმა დაწერა, Model 3-მა დააკმაყოფილა ყველა სარეგულაციო მოთხოვნა, წარმოებამდე ორი კვირით ადრე.
„პირველი 30 მყიდველისთვის, რომლებიც 28 ივლისს მიიღებენ ავტომობილს, წვეულებას მოვაწყობთ“, - დაწერა მასკმა „ტვიტერზე“.
მასკის განცხადებით, აგვისტოში 100 ავტომობილი გამოვა, სექტემბერში - 1500, დეკემბერში კი 20 ათასი.
როგორც ცნობილია, Tesla-მ Model 3-ზე შეკვეთები ჯერ კიდევ გასული წლის მარტში დაიწყო და პირველივე დღეებში შეკვეთების რაოდენობამ რამდენიმე ასეულ ათასს გადააჭარბა. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 35 ათასი დოლარია, რაც ბევრად ნაკლებია კომპანიის სხვა ავტომობილებზე - Model S და Model X-ზე. სიახლე ტექნოლოგიურად ამ მოდელებს არაფრით ჩამოუვარდება, თუმცა სამოდელო იერარქიაში მათზე დაბლა პოზიციონირებს.
კოკა კვირკველია