გადაუღებელი წვიმების შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჩვეშურმა ონის რაიონში, სოფელ ღებთან და გონასთან დამაკავშირებელი გზა წაიღო.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძეს განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ღებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები და გზა რამდენიმე საათში აღდგება.
"სოფელ გონასთან სამუშაოებს ამინდის გაუარესების გამო ჯერჯერობით ვერ ვიწყებთ. მდინარის წყალმა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო. ველოდებით გამოდარებას და სამუშაოებს შემდგომ დავიწყებთ," - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.