დუშეთის რაიონში 5 ტურისტს ეძებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ტურისტები, სავარაუდოდ, ხევსურეთში, გუროს კოშკის მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებიან.
”გუშინ ღამით, დაახლოებით 10:00 საათისთვის შემოვიდა SOS შეტყობინება, რის შედეგადაც დადგინდა კოორდინატები და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები”, - აცხადებენ სააგენტოში.
მათი ცნობით, ტურისტების ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
აღნიშნულის გარდა, 4 ადამიანს ეძებენ კასპშიც. დაკარგულებიც, სავარაუდოდ,
ტურისტები არიან.