2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, ელექტრომობილის 100-მდე დამტენი დამონტაჟდება, რომლებითაც მძღოლები უფასოდ ისარგებლებენ.
ელექტროდამტენების დამონტაჟებას კოპანია E-Space გეგმავს. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"100-მდე დამტენიდან რამდენიმე სწრაფი დამტენი იქნება. ელექტროდამტენებს სხვადასხვა ქალაქსა და ობიექტებში დავამონტაჟებთ, რადგან გვსურს, რომ კარგად განვითარებული ქსელი შევქმნათ. დამტენები ამჟამად სავაჭრო ობიექტებზეა განთავსებული და კომპანიებთან ამ საკითხებზე თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განმარტავენ კომპანიის მარკეტინგის სამსახურში.
კომპანია E-Space-მა პირველი ელექტროდამტენი თბილისში 2016 წლის შემოდგომაზე დაამონტაჟა.
ამჟამად საქართველოში მძღოლებს 20-ზე მეტი ელექტროდამტენი ემსახურება, რომელთა უმეტესობაც თბილისში, ხოლო თითო-თითო რუსთავში, ყვარელში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისშია დამონტაჟებული.
წყარო: ALLNEWS