„როიტერის“ ჟურნალისტიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, რეკლამის დაბლოკვების რაოდენობამ მკვეთრად იკლო.
კვლევის ავტორთა განცხადებით, მომხმარებელი სულ უფრო იშვიათად ბლოკავს რეკლამას.
კვლევის თანახმად, პერსონალურ კომპიუტერზე რეკლამა გამოკითხულ მომხმარებელთა მხოლოდ 24%-ს აქვს დაბლოკილი, სმარტფონებზე კი მხოლოდ 7%-ს. 12%-მა კი აღნიშნა, რომ მოსწონს რეკლამების ყურება.
ამავე კვლევის გაირკვა, რომ გამოკითხულთა 71% უპირატესობას ანიჭებს ტექსტური ახალი ამბების წაკითხვას, ვიდრე ახალი ამბის შეტყობას ონლაინ ვიდეოს მეშვეობით.
კვლევის ფარგლებში, „როიტერის“ ჟურნალისტიკის ინსტიტუტმა 36 ქვეყანაში 70 000 მომხმარებელი გამოკითხა.