"ამაზონი" უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღვინის ბიზნესში ერთვება.დღეს დილიდან ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ონლაინ-გაყიდვების გიგანტმა საკუთარი საფირმო ნიშანი შექმნა კომპანია Oregon"s King Estate Winery-სთან ერთად, რომელმაც თავის მხრივ ჩამოაყალიბა სამარკო ნიშანი სახელწოდებით Next. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ინფორმაცია არასწორია. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა techcrunch.com წერს.
როგორც "ამაზონის" წარმომადგენლები აცხადებენ, სამარკო ნიშანი Next არ ეკუთვნის "ამაზონს" და არც მათთან თანამშრომლობით შექმნილა. გაუგებრობა კი, როგორც ჩანს, King Estate-ის მიერ გამოცემული პრეს-რელიზიდან წარმოიშვა, სადაც ნათქვამია, რომ ახალი ბრენდი პირველი ღვინოა, რომელიც სპეციალურად "ამაზონისთვის" შეიქმნა. განაგრძეთ კითხვა