გუშინ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, ფოთისა და ზუგდიდის მატარებლები შეფერხდნენ, თუმცა დღეისთვის მატარებლები ჩვეული განრიგით მუშაობენ , - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა.
„პრობლემა გუშინ ღამითვე აღმოიფხრა. ყველა მატარებელი, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, გრაფიკის შესაბამისად მოძრაობს. მგზავრებს შეუძლიათ ნებისმიერი მიმართულებით თავისუფლად გადაადგილდნენ“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
მისივე თქმით, გუშინ მეხმა ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების საკონტაქტო ქსელი დააზიანა, რამაც შეფერხება გამოიწვია. გარდა ამისა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მატარებელი 1 საათით, გზის გაწმენდამდე შეფერხდა.