ლაგოდეხში სეტყვამ ერთწლოვანი კულტურები და ვენახების ნაწილი დააზიანა

ლაგოდეხში სეტყვამ ერთწლოვანი კულტურები და ვენახების ნაწილი დააზიანა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, გიორგი ბოკერიას განცხადებით, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი და ქალაქი ლაგოდეხი.

”სეტყვა იყო ქალაქ ლაგოდეხსა და მიმდებარე სოფლებში - მაწიმში, ნინიგორში, ბაისუბანში, აფენსა და გიორგეთში. სეტყვა ძლიერი არ იყო და 2 წუთი გრძელდებოდა. ამ ეტაპზე ჯგუფი გასულია და ადგილზე ზარალის შესწავლა მიმდინარეობს. ზუსტი ინფორმაციები გვექნება რამდენიმე დღეში. პირველი ინფორმაციით, დაზიანებულია ერთწლოვანი კულტურები და ნაწილობრივ ვენახები, თუმცა ზარალის ოდენობაზე ამ ეტაპზე გამიჭირდება საუბარი”, - განაცხადა ბოკერიამ.