მილიარდერთა 10 საყვარელი გატაცება

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Wealth-X მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის პოპულარული ჰობი დაასახელა.

კვლევის თანახმად, მილიარდერთა უმრავლესობის - 56,3%-ის საყვარელი გატაცება ქველმოქმედებაა. მსოფლიოს ცნობილ ფილანტროპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამერიკელი მილიარდერი ბილ და მელინდა გეიტსები არიან. წყვილის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის მთავარი მიზანი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და შიმშილის წინააღმდეგბრძოლაა.

ქველმოქმედების შემდეგ, მილიარდერთა საყვარელი ჰობი მოგზაურობაა - 31%-ით, მესამეზე კი ხელოვნება - 28,7%.

Wealth-X მსხვილი ამერიკული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელმაც კვლევის ფარგლებში ის ადამიანები გამოიკვლია, ვისი ქონებაც 30 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მდიდრების საყვარელი ჰობის ათეული ასე გამოიყურება:

ქველმოქმედება

- 56,3%

მოგზაურობა - 31%

ხელოვნება - 28,7%

მოდა - 25,2%

პოლიტიკა - 22,2%

ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - 15,9%

იახტები - 14,9%

ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვარჯიში - 14,8%

ავტომობილები - 14,5%

კოლექციონერობა - 14,1%