ცნობილი იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი მეუღლეს, მოდელ ჯორჯია გაბრიელეს
დაშორდა.
თავის დროზე 49 წლის მილიონერმა სახელი სწორედ 30 წლის მეუღლესთან ერთად ცეკვით გაითქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანლუკა ვაკიმ რომანი გააბა მის კოლუმბიასთან, არიადნა გუტიერესთან. პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ მილიონერი და მის კოლუმბია მაიამიში ერთად დააფიქსირეს.
იტალიელი წყვილი გასული წლის ბოლოს საქართველოს ბანკმა Orange Santa-ს 2017 წლის სარეკლამო რგოლში გადაიღო.
იტალიელი ბიზნესმენი ჯანლუკა ვაკი ბოლონიაში დაიბადა. 49 წლის მილიონერი საგვარეულო კაპიტალის მფლობელია, დაინტერესებულია ინტერიერისა და ტანსაცმლის დიზაინით.
ვაკის ეკონომიკური განათლება აქვს. 2007 წლიდან მოყოლებული მოგზაურობისა და ტურიზმის კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. იტალიელი მილიონერის ქონება 450 მილიონი დოლარია.
ვაკი საკუთარი ბიზნესის გარდა, მეტწილად ცნობილია ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილით. მისი ინტერესთა სფერო ცნობილ სელებრითებს, ტელევიზიასა და ფეხბურთს მოიცავს. სოციალურ ქსელებში ის ხშირად აქვეყნებს მდიდრულ იახტებსა და ძვირადღირებულ ავტომობილებში ნახევრადშიშველ მოდელებთან გადაღებულ ფოტოებს. ბოლო დროს მისი გატაცება მუსიკა გახდა. ჯანლუკა ვაკის ცხოვრების მთავარი ფილოსოფია სიამოვნებაა და მან ამ თემაზე წიგნი სახელწოდებით ENJOY გამოსცა.