Google-ის პირველი საფლაგმანო სმარტფონი Pixel-ი იმდენად წარმატებული გამოდგა და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მისი შემდგომი მოდელის Pixel 2-ის მოლოდინში პერიოდულად სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
უკვე ცნობილია, რომ Pixel 2- ორი მოდელით გამოვა ბაზარზე - დიდი და სტანდარტული მოდელებით, კოდური სახელწოდებებით "Taimen" და "Walleye." დიდ მოდელს „ტაიმენს“ ექნება უზარმაზარი ეკრანი, რომლის ზომაც 6 ინჩს მიაღწევს. ასევე ცნობილია, რომ ამ მოდელს აწარმოებს კომპანია LG. რაც შეეხება სტანდარტულ უფრო პატარა მოდელს, მას კომპანია HTC აწარმოებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ორი სმარტფონი ერთმანეთისგან ზომის გარდა. დიზაინითაც იქნება განსხვავებული, თუმცა ორივე მათგანს ექნება მძლავრი პროცესორი და „ექსტრა“ ფუნქციებით დახუნძლული ფოტოკამერა. რა თქმა უნდა, ორივე იქნება წყალგამძლე.
რაც შეეხება გამოსვლის დროს, სიახლეების პრემიერა ოქტომბერში იგეგმება, თუმცა მის ფასზე ჯერ არაფერს წერენ.
კოკა კვირკველია.