ფოთის ბაზრობაზე ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრზეა გაჩენილი, - ამის შესახებ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განაცხადა.
მისი თქმით, იწვის ძვირადღირებული საქონელი და რთული ვითარებაა.
„ძალიან რთული ვითარებაა, 2000 კვადრატულ მეტრი ფართი იწვის. აქ იყო ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი“, - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.
ფოთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, რის გამოც დამატებითი ჯგუფები სხვა ქალაქებიდან გამოიძახეს.
ადგილზე რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.