ფოთის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეების ნაწილი ფიქრობს, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს.
„დაიწვა ჩემი ორი მაღაზია, „ნისიების“ რვეულიც იქ არის. ვიღაცამ სპეციალურად წაუკიდა ცეცხლი. აქ ღამე ითიშება ყველაფერი“, - აცხადებენ მოვაჭრეები.
ხანძარი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. დაიწვა 70-მდე მაღაზია.
„ხალხი ისედაც განადგურებული ვართ და ახლა ეს დაგვემატა. დაიწვა ყველაფერი“, - აღნიშნა კიდევ ერთმა მოვაჭრემ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.