„შესაბამისობის განვითარების ცენტრი“ – AML/CFT რისკების მართვის პირველი კომპანია საქართველოში

კორპორაციული შესაბამისობა (Corporate Compliance) გულისხმობს ორგანიზაციის შიგნით ჩამოყალიბებულ კონტროლის მექანიზმებს, რომელიც უზრუნველყოფს, წინასწარ განსაზღვრული პრინციპებით, ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სამართლებრივ დოკუმენტებთან, მოქმედ კანონმდებლობასთან თუ რეგულაციებთან შესაბამისობაში განხორციელებას.

გაუმართავი შესაბამისობის სისტემის არსებობა წარმოშობს ისეთ რისკებს, როგორიცაა ფინანსური სანქციები, რეპუტაციის შელახვა, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ა.შ.

კორპორაციული შესაბამისობის მნიშვნელობისა და აქტუალობის ზრდა მზარდი ტრენდით ხასიათდება თანამედროვე მსოფლიოში. ორგანიზაციები აცნობიერებენ, რომ შესაბამისობის სისტემის გარეშე შეუძლებელია ორგანიზაციული რისკების გამკლავება და გრძელვადიანი მიზნების მიღწევა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება საქართველოშიც - მსხვილი კომპანიები ცდილობენ მარტივი, თუმცა მაინც გარკვეული სახის შესაბამისობის სისტემების ჩამოყალიბებას. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლამ, რაც თავის მხრივ განპირობებულია ტექნოლოგიური პროგრესით და გახშირებული ტერორისტული აქტებით მსოფლიოს მასშტაბით.

„შესაბამისობის განვითარების ცენტრი“ (CDC) პირველი და ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კორპორაციული შესაბამისობის შემადგენელი კომპონენტების დახვეწასა და განვითარებას ტრენინგებისა და კონსალტინგის მეშვეობით. ცენტრის მისიაა შესაბამისობის კულტურის ჩამოყალიბება და ამაღლება ქვეყნის მასშტაბით. მსგავსი ინიციატივა პირველია ქართულ ბაზარზე და კომპანიაში იმედოვნებენ, რომ საკუთარ წვლილს შეიტანენ საქართველოში ბიზნეს თუ საჯარო საქმიანობის დახვეწასა და სრულყოფაში.

CDC თითქმის 2 წელია ოპერირებს და მის პორტფოლიოში უკვე შესულია არაერთი წარმატებული პროექტი, როგორც სწავლების, ასევე საკონსულტაციო მომსახურების კუთხით. კომპანია თანამშრომლობს ბაზრის წამყვან ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებთან. რეგულაციებთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მიმდინარე ეტაპზე კომპანიას პრიორიტეტულ მიმართულებად არჩეული აქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან (AML/CFT) დაკავშირებული საკითხები და მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ ტრენინგების ჩატარებას.

კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისები მოიცავს ასევე საკონსულტაციო მომსახურებას, რაც გულისხმობს კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებისთვის შესაბამისობის (compliance) პროგრამის შეფასებას, ორგანიზაციული რისკების შეფასების დიზაინსა და შემდგომ იმპლემენტაციას, შიდა კონტროლის სისტემის დიზაინსა და იმპლემენტაციას, ასევე, ტექნოლოგიურ კონსალტინგს.

AML/CFT თემატიკის გარდა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს საბანკო-საფინანსო სფეროსთან დაკავშირებულ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს. „შესაბამისობის განვითარების ცენტრის“ სტრატეგიაა მუდმივად უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდება, რაც გულისხმობს მაღალი კვალიფიკაციის ტრენერებითა და კონსულტანტებით დაკომპლექტებულ გუნდს. კომპანიაში ასევე აანონსებენ საერთაშორისო, თემატური კონფერენციების და სემინარების საქართველოში ორგანიზებასა და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას.

კომპანიის საქმიანობის და მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ გვერდზე www.compliance.ge

მართე რისკები გონივრულად!

(R)