ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიიდან თვითდაზიანებით მიყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 40 წლამდე ასაკის ქალი შემოიყვანა, რომელსაც წინა მხრის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, ბაზრის ტერიტორიიდან ასევე შემოყვანილია ორი პაციენტი ჰიპერტონული კრიზისით. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.
ფოთში სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრში სულ 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსებული. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.