2010-2016 წლების განმავლობაში, სათამაშო ბიზნესის სფეროში 1 471 ნებართვაა გაცემული.
ამის შესახებ ინფორმაცია ონლაინ-აზარტული თამაშების შესახებ პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.
კერძოდ, 2010 წელს გაცემული იყო 484 ნებართვა, 2011 წელს - 245; 2012-ში - 208; 2013 წელს გაცემულმა ნებართვებმა 105 შეადგინა; 2014 წელს - 165; 2015-ში - 125 ნებართვა გაიცა სათამაშო ბიზნესის სფეროში; ხოლო 2016 წელს - 139.
პარლამენტში შექმნილი ჯგუფი, ონლაინ-აზარტული თამაშები შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს. ჯგუფის ინიციატივით აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა გაიზარდოს.