სტამბოლში ნავთობის 22-ე მსოფლიო კონგრესი ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება.
აღნიშნული კონგრესი დიდ ინტერესს იწვევს ნავთობისა და გაზის სფეროში წამყვან კომპანიებს შორის.
აღნიშნული ფორუმის ფარგლებში მომხმარებლები, მწარმოებლები, მთავრობის წევრები, ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების წარმომადგენლები მსოფლიო ენერგეტიკის მომავალს განიხილავენ. კონგრესის ლოზუნგია - „ხიდები ენერგეტიკულ მომავალში“.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ ასზე მეტი ქვეყნისა და დაახლოებით 150 კომპანიის წარმომადგენლები, უცხო ქვეყნების მინისტრები, კომპანიების ხელმძღვანელები.