ლურჯი ავტობუსები თბილისის კიდევ 20 სამარშრუტო ხაზზე გამოჩნდება

20 ივლისიდან MAN-ის ფირმის ავტობუსები თბილისში დაახლოებით, 20 სამარშრუტო ხაზზე გამოჩნდება , - ამის შესახებ Allnews.ge-ს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, უწყების მიერ შეძენილი 143 ავტობუსიდან, მოქალაქეებს 130 მათგანი მოემსახურება, 13 ერთეული კი რეზერვად იქნება გამოყენებული.

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და შეფერხება არ არის. დიდ დიღომში მშენებარე ავტობაზის დასრულებასთან ერთად ვგეგმავთ, რომ ავტობუსები ხაზზე სრულად გამოჩნდეს," - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

მოქალაქეებს ამჟამად, MAN-ის ფირმის 45 ავტობუსი, 5 სამარშრუტო ხაზზე ემსახურება. ესენია 9, 37, 51, 61 და 87 ნომერი მარშრუტები.

წყარო: allnews.ge