ადგილწარმოშობის დასახელების საექსპორტო ქართულ ღვინოებს შორის, გასული წლის ლიდერებში ოთხი კახური და ერთი რაჭული ღვინო მოხვდა. გაყიდვების აბსოლუტური ლიდერია „ქინძმარაული“, რომლის წარმოების მიკროზონაც ყვარლის რაიონში მდებარეობს. გასულ წელს, ექსპორტზე - 7 417 333 ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა.
ხუთეულში ასევე შედიან: „მუკუზანი“ და „ახაშენი“ გურჯაანიის რაიონის მიკროზონიდან, „წინანდალი“თელავის რაიონის მიკროზონიდან და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის კუპაჟი, რაჭული „ხვანჭკარა“, ამბროლაურის რაიონის მიკროზონიდან. განაგრძეთ კითხვა