1 000 000 ერთეულზე მეტი პროდუქტი - ეს ის რაოდენობაა, რომელიც ტანსაცმლის ბრენდმა MAVI ბოლო ორი წლის განმავლობაში აწარმოა საქართველოში.
დღეისათვის, „მავის“ საქართველოში დამზადებულ პროდუქციას შეიძლება შეხვდეთ მსოფლიოს მასშტაბით 392 ბრენდულ მაღაზიაში, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: აშშ, კანადა, ავსტრალია, ჰოლანდია, გერმანია, თურქეთი, საქართველო და სხვა. ბრენდის პროდუქციას ასევე შეხვდებით პარტნიორ, 5500-მდე, მულტიბრენდულ მაღაზიაში, მათ შორისაა: Nordstorm, Lord & Taylor, Peek & Cloppenburg, David Jones და ა.შ.
MAVI, რომლის ისტორიაც 1991 წლიდან იწყება, დღეს უკვე მრავალი ცნობადი სახის საყვარელი ბრენდი და გარდერობის შემადგენელი ნაწილია. მათ შორის არიან: ადრიანა ლიმა, ქეით ვინსლეთი, ლეიდი გაგა, ზაკ ეფრონი, ჯესიკა ალბა, ჰაიდი კლუმი და სხვა.
საინტერესო ფაქტია, რომ ბრენდს ენდობიან და მასში ინვესტირებას ახორციელებენ ისეთი კომპანიები, რომლის მეწილეებიც არიან IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია), EBRD (ევროპული ბანკი რეკონსტრუქციისა და განვითარებისათვის), EIB (ევროპული საინვესტიციო ბანკი) და FMO (ჰოლანდიური განვითარების ბანკი).
საქართველოში MAVI –ის ოფიციალური პარტნიორია „დრესაპ ჯგუფი“ და წარმოდგენილია ორი ბრენდული მაღაზიით „თბილისი მოლისა“ და „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრებში.
ირაკლი მკერვალიშვილი - DRESSUP GROUP-ის მარკეტინგის დირექტორი:
„მოგეხსენებათ, ჩვენი ჯგუფი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში ბრენდული მაღაზიების კულტურის დამკვიდრება დაიწყო. პირველი მაღაზია, სადაც „ლევისის“ პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ მომხმარებლებს, ჯერ კიდევ 1994 წელს გავხსენით. ამ პერიოდიდან მოყოლებული მუდმივად ვზრუნავთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქცია შევთავაზოთ მოსახლეობას. ამისი ერთ-ერთი მაგალითია MAVI, რომლის პირველი ბრენდული მაღაზია 2014 წელს გავხსენით „თბილისი მოლში“ . 2017 წელს ბრენდის კიდევ ერთი ფილიალი შეემატა თბილისს, ამჯერად სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“.
ყველა წარმატებული კომპანიის მსგავსად, „მავის“ შემთხვევაშიც, ყოველწლიურად მზარდმა მაღაზიების რაოდენობამ და პროდუქციაზე დიდმა მოთხოვნამ წარმოქმნა წარმოების ხაზის გაფართოების აუცილებლობა. სწორედ ამ პროცესებმა გამოიწვია ის, რომ MAVI 2016 წლიდან უკვე საქართველოშიც, კერძოდ კი ბათუმსა და ქუთაისში ამზადებს პროდუქციას.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვეამაყება, რომ ბრენდი რომელთანაც უკვე მეოთხე წელია ვთანამშრომლობთ, საქართველოშიც აწარმოებს პროდუქციას. სასიამოვნოა, როცა მაგალითად ნიუ იორკში, ბერლინში ან ამსტერდამში შეგიძლია შეხვიდე „მავის“ მაღაზიაში და შეიძინო ტანსაცმელი, რომელსაც “Made in Georgia” აწერია.
MAVI-ის საქართველოში დამზადებული მაისურების შეძენა, თბილისში მდებარე ორივე მაღაზიაშია შესაძლებელი, როგორც „თბილისი მოლის“ , ასევე „ისთ ფოინთში“ მდებარე ფილიალებში.“
(R)