ივნისში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 94%-ით გაიზარდა.
კერძოდ, მგზავრთა ნაკადმა გასულ თვეს 41 812 შეადგინა მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 21 579 იყო.
რაც შეეხება ავიარეისებს, ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა 66% -ით გაიზარდა. 2017 წლის ივნისში 166 რეისი განხორციელდა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი - 100.